воскресенье, 5 июня 2016 г.

მეცხრე დღე
კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს ნაშრომებს.შევაჯამეთ  მთლიანი ტრენინგი.გავიხსენეთ ყველაფერი რაც ვისწავლეთ.ვისაუბრეთ თუ რა მოგვეწონა კონკრეტულად ტრენინგის განმავლობაში.მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები.მემომეწონაირმა აბულაძის პრეზენტაცია პროექტზე:როგორ გავხდე უკეთესი.რომელიც ბავშვებში წიგნიერების დონის ამაღლებას ემსახურება.

суббота, 4 июня 2016 г.

მერვე დღე


დღეს დავასრულეთ პროცედურები;თურმე პროცედურების     დაწერისას უნდა გავამახვილოთ ყურადღება მიზნების შესაბამის აქტივობაზე და ავღწეროთ დაწვრილებით და გავწეროტ დროში.უნდა ეწეროს რას აკეთებს მასწავლებელი და რას აკეთებს მოსწავლე.გადავხედეთ დრაივზე ატვირთულ ჩვენს პორტფოლიოებს და მოვაწესრიგეთ.ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე და გავეცანით ფასილიტაციის ნაშრომებს რესურსებში.ფასილიტაციისათვის დავასრულეთ კითხვარები.ვისწავლეთ გუგლ ფორმების გამოყენება.(კითხვებისა და პასუხებისათვის)

воскресенье, 29 мая 2016 г.

დღე მეშვიდე


განვიხილეთ პორტფოლიოს რუბრიკა.      პროცედურების წერისას ვითვალისწინებთ:მიზნებს,მიმართულების მიმცემ კითხვებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები,განმსაზღვრელი შეფასებები,ფასილიტაცია,უნდა ეწეროს რას აკეთებს მასწავლებელი,რას აკეთებს მოსწავლე.ვისწავლეთ კითხვარების შექმნა ონლაინ გამოკითხვისთვის google forms-ის საშუალებით.შევქმენით ხარაჩო მოსწავლეებისათვის ჩვენი პროექტის ფარგლებში.გაჯეტები გავიმეორეთ

воскресенье, 15 мая 2016 г.

დღე მეხუთე



დღეს ვიმუშავეთ მესამე და მეოთხე მოდულზე.ჩავდექით მოსწავლის როლში გადავხედეთ მიზნებს დამისი გათვალისწინებით განვსაზღვრეთ და შევქმენით (მოსწავლის ნაცვლად) ნაშრომი .გავეცანით საავტორო უფლებების შესახებ პრეზენტაციას და შევქმენით ციტირებული დოკუმენტი.დრაივზე ჩავსვით სურათები და მისამართები და დრაივზევე შევქმენით სლაიდ შოუ.ასევე  პოვერტ პოინტში ჩავსვით დიაგრამები

суббота, 14 мая 2016 г.

დღე 4


მეორე მოდულის მესამე აქტივობაში გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს,რომელთაგანაც ოთხი იყო განმავითარებელი  და ერთი განმსაზღვრელი.ასევე გავეცანით მეტოდებსა და ინსტრუმენტებს და ჩვენი პროექტისთვის შევარჩიეთ შესაბამისი მეთოდები და ინსტრუმენტები.დრაივში გადავიტანეთ პორტფოლიო ,ვისწავლეთ მასალების ატვირთვა და მისი რედაქტირების რეჟიმში გადაყვანა

вторник, 3 мая 2016 г.

დღე მესამე:დავაკომენტარეთ ერთმანეთის ბლოგზე.გავეცანით მოდული 2-ის პირველ და მეორე აქტივობებს.შევასრულეთ შესაბამისი დავალებები.პროექტის გეგმაში დავამატეთ   21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.გავეცანით ბლუმის  განახლებულ ტაქსონომიას რომელიც დაგვეხმარა სააზროვნო უნარების შერჩევაში.ყველა ინდიკატორისთვის დავწერეთ მიზნები.რომლებიც არუნდა იყოს ბუნდოვანი.მიზნები უნდაიყოს კონკრეტული რომლის შეფასებაც შეიძლება

воскресенье, 24 апреля 2016 г.

დღე მეორე

მოვისმინეთ პროექტის იდეები,დავიწყეთ შაბლონის შევსება.მოვზებნეთ mes.gov.ge-ზე ეროვნული სასწავლო გეგმის ინდიკატორები და სტანდარტები,რომელიც მივუსადაგეთ ჩვენს პროექტს. ვისწავლეთ ბუკლეტის შექმნა,რომლის დროსაც გამოვიყენეთ სურათების და ტექსტების ჩასმა. რაც ძალიან საინტერესო იყო.